ჩემი იმპიჩმენტი ბაზრის დანგრევას გამოიწვევს,- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის იმპიჩმენტი, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს. ჩემი იმპიჩმენტის შემთხვევაში, ბაზარი დაინგრევა. ვფიქრობ, რომ ყველა ღარიბი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ ეკონომიკურ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტად არ აირჩევდნენ, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდებოდა.
„გავთავისუფლდი და რეგულაციები ჩამოვიშორე. გადასახადების შემცირება უზარმაზარი რამ იყო. თუმცა, მანამდეც, პრეზიდენტობის პირველივე დღიდან რეგულაციები შევამცირე. დავამტკიცე მილსადენები, 48 ათასი სამუშაო ადგილი. ძალიან ბევრი გავაკეთე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.