დონალდ ტრამპი - ჩემი აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნა დროულად სურს, რადგან სჯერა, რომ სწორედ სასამართლო გადაწყვეტს 3 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს.
„ჩემი აზრით, არჩევნები უზენაეს სასამართლოში მოხვდება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ცხრა მოსამართლე გვყავდეს“,- განაცხადა ტრამპმა
„როიტერი“ წერს, რომ აქამდე ერთადერთი არჩევნები, რომლის შედეგებიც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.