დონალდ ტრამპი იარაღის შეძენისას გადამოწმების მექანიზმის გაუმჯობესებაზე განხილვების მომხრეა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას გადამოწმების მექანიზმის გაუმჯობესების შესახებ განხილვების მომხრეა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპმა ამ საკითხის შესახებ რესპუბლიკელ სენატორ ჯონ კორნინთან ისაუბრა და ორპარტიული კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც, იარაღის შეძენამდე მყიდველის შემოწმების მექანიზმი გაუმჯობესდება.
დებატები ამ საკითხზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ძალოვანმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში სკოლაზე თავდამსხმელმა იარაღი კანონიერი გზით შეიძინა.
იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ პარკლენდის სკოლის მოსწავლეებიც.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაზე თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.