დონალდ ტრამპი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება
დონალდ ტრამპი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრით დაიწყეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეს მეუღლესთან, ასევე შვილთან, ივანკა ტრამპთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ეწვია.

მოგვიანებით, დედოფალი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაესწრებიან. მიღებას არ დაესწრება სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ხვალ დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მოლაპარაკებები.

დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.