დონალდ ტრამპი - ბორის ჯონსონი ზუსტად ისეთია, როგორ პრემიერსაც ბრიტანეთი ეძებდა
დონალდ ტრამპი - ბორის ჯონსონი ზუსტად ისეთია, როგორ პრემიერსაც ბრიტანეთი ეძებდა

ბორის ჯონსონი ზუსტად ისეთია, როგორ პრემიერსაც ბრიტანეთი ეძებდა, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

დონალდ ტრამპის თქმით, ოპოზიციური, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს გაუჭირდება ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის ჩატარება იმიტომ, რომ ბორის ჯონსონი ზუსტად ისეთი პრემიერ-მინისტრია, როგორსაც ბრიტანეთი ეძებდა.

ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 14 ოქტომბრამდე პარლამენტი მუშაობას შეაჩერებს. ბორის ჯონსონის ამ ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ბრექსიტის პროცესში, რაც დემოკრატიის ნორმებს არ პასუხობს. „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შესალოა, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.