ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან „ყოველთვის თბილი ურთიერთობა“ ჰქონდა.
ნეთანიაჰუ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა -ლაგოს რეზიდენციაში ეწვია, მანამდე ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შეხვდა.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო გაკეთებული მკაცრი განცხადების გამო გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, მისი კომენტარები პატივსაცემი არ იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მისი ამერიკაში ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს.