ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში შექმნილი ვითარება საშინელია.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბელარუსის ქალაქებში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს.
ამჟამად დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია ლუკაშენკოს გადადგომა, განმეორებითი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავსიუფლება და ძალადობაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯა.