დონალდ ტრამპი - ბაიდენმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს შეიარაღების გაგზავნას ომის გასაღვივებლად, არცერთ ამერიკელს არ სურს, გაგზავნოს შვილი აღმოსავლეთ ევროპაში მოსაკლავად
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ევროპაში სარეზერვო ძალების გაგზავნის შესახებ და აცხადებს, რომ ბაიდენი ამერიკას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სარეზერვო ძალები იძულებული არიან, მხარი დაუჭირონ ბაიდენის დამღუპველ პოლიტიკას ევროპაში, როდესაც აშშ-ის საზღვრები დაუცველია.
„ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო თვითმფრინავის კიბეზეც კი არ შეუძლია ასვლა უპრობლემოდ. ბოლო, რაც ამ ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს, არის, რომ გვიბიძგოს უფრო მეტად მესამე მსოფლიო ომისკენ. ბაიდენმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ამერიკული სიმდიდრისა და შეიარაღების გაგზავნას უკრაინის დაუსრულებელი ომის გასაღვივებლად, ვიდრე საჭირო იქნება. როდესაც ისევ ამირჩევენ, 24 საათი დამჭირდება. ეს ომი უნდა დასრულდეს. არცერთ ამერიკელ დედას ან მამას არ სურს, გაგზავნოს თავისი შვილი აღმოსავლეთ ევროპაში მოსაკლავად. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ ევროპაში სარეზერვო ძალებს გაგზავნის.