დონალდ ტრამპი - ბაიდენის რეჟიმის მიერ სამართალდამცავების შეიარაღება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არის სტალინური რუსეთის საშინელებათა შოუდან
ბაიდენის რეჟიმის მიერ სამართალდამცავების შეიარაღება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არის სტალინური რუსეთის საშინელებათა შოუდან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ სტალინისტური რუსეთის და კომუნისტური ჩინეთის მიმართულებით მიდის.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოში გამართა.
„ჩვენმა ოპონენტებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენი სულისა და ნების გასატეხად, მაგრამ ვერ შეძლეს. მათ მხოლოდ გაგვაძლიერეს. 2024 არის საბოლოო ბრძოლა, რომელიც მასშტაბური იქნება. თქვენ დამაბრუნებთ თეთრ სახლში, მათი მეფობა დასრულდება და ამერიკა ისევ თავისუფალი ერი გახდება. ამ ცეცხლის გამჩაღებლების შეჩერების ერთადერთი გზა არის თეთრ სახლში დაბრუნება, რომ განვდევნოთ კომუნისტები, მარქსისტები და ყველა მათგანი 2024 წელს, ჩვენ ამას მალე გავაკეთებთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.