დონალდ ტრამპი - ბაიდენი ცდილობს, ოპონენტი ციხეში ჩასვას, ისე, როგორც ამას აკეთებენ სტალინისტურ რუსეთში და კომუნისტურ ჩინეთში
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი სასაცილო და უსაფუძვლოა. ამის შესახებ ტრამპმა ჯორჯიის შტატში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს – კორუმპირებულები და მატყუარები, ხოლო მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.
„ჩემ წინააღმდეგ სასაცილო და უსაფუძვლო ბრალდება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელმაც მოახდინა უსამართლობის დეპარტამენტის იარაღად გამოყენება, აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე საშინელი ძალაუფლების გადამეტების შემთხვევა. ბევრი ამბობს, დემოკრატებმა თქვეს, რომ ეს სასტიკი დევნა არის მართლმსაჯულების პაროდია. თქვენ უყურებთ ჯო ბაიდენს. ბაიდენი ცდილობს, ციხეში ჩასვას მთავარი ოპონენტი, ოპონენტი, რომელიც მას ბევრად სჯობნის რეიტინგებში. ეს ხდება ისე, როგორც ამას აკეთებენ სტალინისტურ რუსეთში ან კომუნისტურ ჩინეთში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსნებთ, რომ დონალდ ტრამპს ახალი ბრალი პარასკევს წაუყენეს. მას საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ადანაშუალებენ.