ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავიაციის შესახებ კანონპროექტს დღეს ხელს მოაწერს.
1200 გვერდიანი დოკუმენტი სენატმა 93 ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან ახალი წესების შედგენას მოითხოვს, რომელიც საშუალებას მისცემს კომერციულ დრონებს ამანათები მისამართებზე დაარიგოს. აღნიშნული კანონი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს აშშ-ის ხელისუფლებას, ჩამოაგდონ კომერციული უპილოტო საფრენი აპარატები, იმ შემთხვევაში თუ ის სახელმწიფო დაწესებულებას შეუქმნის საფრთხეს.
კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ავიაციის ადმინისტრაციას, მგზავრებისთვის შექმნას მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, რომელიც ავიახაზებს დაავალდებულებს აუნაზღაურონ მგზავრებს იმ მომსახურების საფასური, რომლის მიღებაც ვერ შეძლეს.