დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 4 500-დან 2 500-მდე შეამცირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 4 500-დან 2 500-მდე შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ამერიკელი სამხედროების ნაწილის გაყვანა ავღანეთიდან 15 იანვრამდე მოხდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ავღანეთიდან ძალებს შობამდე მთლიანად გაიყვანდა.
ამასთან, პენტაგონის ცნობით, 3 000-დან 2 500-მდე შემცირდება ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ერაყში.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ამერიკელი სამხედროების დაბრუნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.