დონალდ ტრამპი ატლანტაში, ფულტონის ოლქის ციხეში მივიდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ატლანტაში ჩავიდა, ფულტონის ოლქის ციხეში მივიდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ტრამპს ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.
ფულტონის ოლქის ციხეში მას თითების ანაბეჭდებს აუღებენ და ფოტოს გადაუღებენ. შეთანხმების საფუძველზე, ტრამპს 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მას, ასევე, ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.