დონალდ ტრამპი - აშშ-ში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის დონე იკლებს, ეს მაჩვენებელი ევროკავშირთან შედარებით დაბალია
დონალდ ტრამპი - აშშ-ში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის დონე იკლებს, ეს მაჩვენებელი ევროკავშირთან შედარებით დაბალია

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „კოვიდ-19“-ის თაობაზე გამართული ბრიფინგისას აღნიშნა, რომ აშშ-ში ვირუსით სიკვდილიანობის დონე ევროკავშირის მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

„ჩვენთან „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის დონე იკლებს და ევროკავშირსა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით დაბალია. თუ ამერიკულ ტელევიზიებს უყურებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჩინურ ვირუსს ებრძვის, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყანაა განსაცდელში“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 839 010 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 140 900-ს შეადგენს.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.