დონალდ ტრამპი - აშშ-ში ტესტირება ბევრ ქვეყანაზე უფრო ფართოდ და უკეთესად ტარდება, ამიტომ იმატებს ინფიცირების შემთხვევები
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები იმატებას, რადგან ქვეყანაში მასობრივი ტესტირება ტარდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, რადგან ტესტირება მასობრივად და კარგად მიმდინარეობს, იმაზე უფრო ფართოდ და უკეთესად, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ძალიან კარგი ამბავია. უკეთესი ახალი ამბავი არის სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც უფრო სწრაფად და იოლად იკურნებიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია.