დონალდ ტრამპი - აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია
აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი „წასვლას იწყებს“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ კორონავირუსი შემოდგომაზე მოდიფიცირებული ფორმით დაბრუნდება, ქვეყანა მასთან გამკლავებას შეძლებს.
დონალდ ტრამპმა ვაქცინის შექმნის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა შემოწმებას დრო სჭირდება.
ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინციფირების შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა.