დონალდ ტრამპი - აშშ საკუთარ სამხედრო შენაერთებს სირიიდან მალე გამოიყვანს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ საკუთარ სამხედრო შენაერთებს სირიიდან სულ მალე გამოიყვანს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მიწასთან გავასწორეთ „ისლამური სახელმწიფო“ და სულ მალე სირიას საბოლოოდ დავტოვებთ. დაე სირია სხვების საზრუნავი გახდეს“, – მიმართა ტრამპმა შეკრებილ საზოგადოებას ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტს, უწყების სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ მსგავსი გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.