დონალდ ტრამპი - აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცს არ ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი - აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცს არ ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცს არ ადანაშაულებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ვიზიტის დროს განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სპეცსამსახურს არ მიაჩნია, რომ The Wasginton Post-ის ჟურნალისტის მოკვლის განკარგულება სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინც მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

რამდენიმე დღის წინ წინ The Washinton Post-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთის ტური დაიწყო. ეს არის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტი. თვის ბოლოს კი პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი ბუენოს აირესს ესტუმრება, სადაც დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება.

ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერები იქნებიან.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.