დონალდ ტრამპი - აშშ-მა თურქეთს გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმეზე მტკიცებულებები მოსთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა ანკარას გაუჩინარებულ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის საქმეზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა.
„მე არ ვცდილობ, მათ ხელი დავაფარო, თუმცა საუდის არაბეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. თუმცა მე მინდა გავიგო, რა ხდება. ვინ არის დამნაშავე და ამას სავარაუდოდ კვირის ბოლომდე შევიტყობთ” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეპორტიორი საკონსულოს შენობაში მოკლეს.
თურქმა სამართალდამცველებმა საუდის არაბეთის საკონსულოსა და გენერალური კონსულის რეზიდენციის შენობა გაჩხრიკეს. როგორც “ალჯაზირა” იუწყება, ექსპერტებმა ორივე შენობაში “იდენტური ნიმუშები” აღმოაჩინეს, რაც, მათივე თქმით, ხაშოგის საკონსულოში მკვლელობის ვერსიას ადასტურებს.