აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის აგრესიული პოლიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობს.
„ბრძოლა გრძელდება, თუმცა მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკი გადავლახეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება და ჩვენ დიდი პროგრესის მიღწევას გავაგრძელებთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, 16 აპრილს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც გამოცხადდება ქვეყნის გახსნის გეგმის შესახებ. მისი თქმით, ხვალვე შტატების გუბერნატორებთან შეხვედრას გამართავს.