დონალდ ტრამპი - აშშ-მა ჩინეთისა და ევროპის სავალუტო მანიპულაციებს შესაბამისად უნდა უპასუხოს
დონალდ ტრამპი - აშშ-მა ჩინეთისა და ევროპის სავალუტო მანიპულაციებს შესაბამისად უნდა უპასუხოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისა და ევროპის სავალუტო მანიპულაციებს შესაბამისად უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელს ტვიტერში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, მანიპულაციებით მიღებული ფულით, ჩინეთი და ევროპა აშშ-თან კონკურენციას ცდილობენ.

„ჩინეთი და ევროპა სავალუტო მანიპულაციით თამაშობენ და აშშ-თან კონკურენციის მიზნით, ფულს თავიანთ სისტემაში ქაჩავენ. ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ან გავაგრძელეთ სულელებივით ყოფნა, რომლებიც უსაქმურობენ და ზრდილობიანად უყურებენ, თუ როგორ აგრძელებენ სხვა ქვეყნები თავიანთ თამაშს, როგორც ამას უკვე მრავალი წელია აკეთებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.