დონალდ ტრამპი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩედ ვულფის დანიშნავს
დონალდ ტრამპი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩედ ვულფის დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩედ ვულფის დანიშნავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თავად განაცხადა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, პოლიტიკოსი ამჟამად ამავე დეპარტამენტის მაღალჩინოსანია და ახლა უნდა ნახონ რა იქნება მომავალში.

მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მოქმედი ხელმძღვანელი, კევინ მაკალინანი თანამდებობას 11 ნოემბერს დატოვებს, მის ადგილს კი ჩედ ვულფი დაიკავებს.

კევინ მაკალინანმა აღნიშნული თანამდებობა 2019 წლის აპრილში დაიკავა. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება კი რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ფარგლებში ჩედ ვულფი ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების უკვე მეხუთე ხელმძღვანელი იქნება. აღნიშნული დეპარტამენტი თეთრი სახლის ლიდერისთვის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.