დონალდ ტრამპი - აშშ-ის ნავთობის მრეწველობა საუდის არაბეთისა და რუსეთის დახმარებით გადარჩა
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ნავთობის მრეწველობა საუდის არაბეთისა და რუსეთის დახმარებით გადარჩა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ნავთობის მრეწველობა საუდის არაბეთისა და რუსეთის დახმარებით გადარჩა. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გადავარჩინეთ აშშ-ის ნავთობის მრეწველობა, მისი დაკარგვა კატასტროფა იქნებოდა. იცით, ვინ დაგვეხმარა? საუდის არაბეთი და რუსეთი. მერე გავაკეთეთ ისე, რომ მექსიკა მოიქცა, ისე როგორც უნდა მოქცეულიყო. მადლობა ამისთვის მექსიკის პრეზიდენტს. ახლა ნავთობის ფასი 40%-ია. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ისე მოვიქეცით, რომ საუდის არაბეთი, რუსეთი და სხვები „ოპეკი პლიუსიდან“ დაგვთანხმდნენ ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვან შემცირებაზე. ჩვენ მათ „ოპეკი პლიუსს“ ვეძახით, მაგრამ ისინი ლიდერები იყვნენ და ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორების ორგანიზაცია „ოპეკი პლიუსის“ წევრებმა, რომელთა შორის არიან რუსეთი და საუდის არაბეთი, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 12 აპრილს შეთანხმდნენ.

21 აპრილს აშშ-ის ისტორიაში პირველად ნავთობის ფასი ნულს ქვემოთ დაეცა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს დიდწილად გამოწვეული იყო პანდემიით, რამაც შავ ოქროზე მოთხოვნა შეამცირა და აშშ-ში ნავთობის ჭარბი რაოდენობის შესანახად საცავები გადავსებული იყო.