დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას აპირებს
დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას აპირებს. ამ თემაზე მან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

ტრამპი ორგანიზაციით იმის გამო არის უკმაყოფილო, რომ, მისი მოსაზრებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ტრაპის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ისგან დიდ დაფინანსებას იღებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მართალია, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები საყურადღებოა, თუმცა არის შეცდომებიც. მან გააკრიტიკა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია, რომელიც იანვრის ბოლოს ტრამპის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლითაც ქვეყანამ ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამით მრავალი ამერიკელი კორონავირუსისგან გადარჩა.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი, უნდა ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

იქამდე დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება „ტვიტერში“ გამოთქვა.