დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

დონალდ ტრამპის აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩინეთს. ტრამპი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად აშშ-ისგან ფინანსდება. ტრამპის თქმით, ამას გადახედავენ.

​„საბედნიეროდ, ადრე უარვყავი მათი რჩევა, ჩინეთისთვის ჩვენი საზღვრები ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ – წერს ტრამპი.

დატოვე კომენტარი