დონალდ ტრამპი - აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ტერიტორიის 100 პროცენტი გაათავისუფლეს
დონალდ ტრამპი - აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ტერიტორიის 100 პროცენტი გაათავისუფლეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ტერიტორიის 100 პროცენტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ალიასკაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თქვენ გესმოდათ, რომ სირიაში ხალიფატის ტერიტორიის 90 პროცენტი, შემდეგ 92 დავიკავეთ. ახლა ეს 100 პროცენტია”, – განაცხადა ტრამპმა ალიასკაზე ყოფნისას, სადაც ჰანოის სამიტიდან მომავალი მისი თვითმფრინავი საწვავის დასამატებლად გაჩერდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ტრამპის ეს განცხადება ეწინააღმდეგება აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურის მაზლუმ ქობანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოოდ დასამარცხებლად კიდევ ერთი კვირაა საჭირო.