დონალდ ტრამპი - აშშ-ის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე

აშშ-ის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.

„აშშ-ის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე. დემოკრატები სიძულვილით და შიშით არიან გაყინული. მათ არაფერი გაუკეთებიათ. სხვა პრეზიდენტთან მიმართებაში მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კუდიანებზე ნადირობა!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.