დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს
დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით ასწრებს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკული უნივერსიტეტის, „ემერსონ კოლეჯის“ და გამოცემა „ჰილის“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში.
გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ექვსი შტატი, სავარაუდოდ, გადაწყვეტს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
გამოკითხვების თანახმად, ტრამპი არიზონასა და ჯორჯიაში ბაიდენს 4%-ით პროცენტით ასწრებს, ვისკონსინსა და ნევადაში – 3%-ით, პენსილვანიაში – 2%-ით, მიჩიგანში კი ტრამპი 1%-ით ლიდერობს. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდებები არ იმოქმედებს მათ ხმებზე.