დონალდ ტრამპი - აშშ-ირანის შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ირანთან მშვიდობის დამყარება და ჩემამდე ყველამ მარცხი განიცადა
დონალდ ტრამპი - აშშ-ირანის შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ირანთან მშვიდობის დამყარება და ჩემამდე ყველამ მარცხი განიცადა

ეს დიდი შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ირანთან მშვიდობის დამყარება და ჩემამდე ყველამ მარცხი განიცადა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგიონის ლიდერებმა პირველად იპოვეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, მათ რეალური მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

„შეთანხმების ხელმოწერისას, პარასკევს, სრუტის გახსნით, ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით, ნავთობი კვლავ დაიწყებს მოძრაობას სრუტის ორივე მხრიდან, რაც სარგებელს მოუტანს როგორც რეგიონს, ისე მთელ მსოფლიოს!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. პაკისტანში განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც.