პაკისტანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია

01:33, 15.06.2026

პაკისტანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს ყველა ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ დასრულებას, მათ შორის, ლიბანში.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისადმი გამოხატული მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შარიფმა.

მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შუამავლებმა. შარიფმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კატარს, როგორც პროცესის მთავარ მხარდამჭერს.

შარიფმა ასევე ხაზი გაუსვა საუდის არაბეთისა და თურქეთის „მნიშვნელოვან წვლილს“ შეთანხმების მიღწევაში.

მსგავსი