დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმება დასრულებულია, ვაძლევ უფლებამოსილებას ჰორმუზის სრუტის უფასო გახსნისთვის და ვაუქმებ აშშ-ის საზღვაო ბლოკადას, დაე, ნავთობმა თავისუფლად იდინოს
ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება დასრულებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„გილოცავთ ყველას! მე ვაძლევ სრულ უფლებამოსილებას ჰორმუზის სრუტის უფასო გახსნისთვის და პარალელურად, დაუყოვნებლივ ვაუქმებ შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადას. მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები. დაე, ნავთობმა თავისუფლად იდინოს!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია და მოიცავს ყველა ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ დასრულებას. მისივე თქმით, შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.