აშშ იმიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ტრამპის თქმით, იმიგრანტების მიღება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დროებით შეჩერდება.
„უხილავი მტრის თავდასხმისა და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, მოვაწერ ხელს განკარგულებას იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ“, – წერს ტრამპი.