დონალდ ტრამპი - აშშ ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო სცენარით განვითარებისთვის მზად არის
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ტრამპის თქმით, აშშ ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება.
„მე ყოველთვის მაქვს რამდენიმე სათადარიგო გეგმა. ყველაზე მოქნილი ადამიანი ვარ მათ შორის, ვინც ამ ოფისში მუშაობდა. ასე რომ, ერთად ვიხილავთ მოვლენების განვითარებას. ბევრი გეგმა არსებობს. ვნახოთ, როგორ ვიმოქმედებთ.
ვცდილობთ, ჩავიტანოთ საკვები იმ ვენესუელელებისთვის, რომლებიც შიმშილობენ. ვენესუელაში არსებული ვითარება ნათელი მაგალითია, რა შეიძლება მოხდეს, თუ ცუდი მთავრობა გყავს“, – განაცხადა ტრამპმა.