დონალდ ტრამპი - აშშ ძალიან გაბრაზდება, თუ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდება
ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება იმ შემთხვევაში, თუ სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
„იმედს ვიტოვებ, ისინი სიფრთხილეს გამოიჩენენ, რადგან მათ მთელი მსოფლიო აკვირდება. არ შეიძლება სისხლისღვრა. თუ ასე მოხდება, მთელი მსოფლიო გაბრაზდება. ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან გაბრაზდება“, – განაცხადა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა იდლიბის ასაღებად ოპერაციას ამზადებს. აღნიშნული რეგიონი ამბოხებულების ბოლო დიდი დასაყრდენია.
მეამბოხეებსა და ასადის არმიას შორის კონფლიქტის სირიაში 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაპირისპირებას ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. 5 მილიონი სირიელი იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყო.