დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რომელია უარესი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რომელია უარესი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ს უსამართლოდ ექცეოდა, ისევე როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აშშ-ს უსამართლოდ ექცეოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჩინეთს განვითარებად სახელმწიფოდ მიიჩნევდა და რადგან ჩინეთი განვითარებადი ქვეყანაა, შესაბამისად ჩინეთი უპირატესობით სარგებლობს? რატომ არ შეაჩერა ეს მიდგომა აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა? მე ამაზე ვსაუბრობ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ამირჩიეს. მე პრობლემა მაქვს ორივე ორგანიზაციასთან. არ ვარ დარწმუნებული, რომელი არის უარესი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მაგრამ ამას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.