დონალდ ტრამპი - არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ში არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
„ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს ამ სიტუაციაში. მილიონობით ბიულეტენი, რომელიც არ მოუთხოვიათ, ფოსტით ეგზავნება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ტრამპმა
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის მიზეზად ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას ასახელებს. მისი თქმით, ხმის მიცემის ამგვარი წესი თაღლითობის საფრთხეს აჩენს.
თავის მხრივ დემოკრატები და ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის გამოყენებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.