დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ დიდი შვიდეულის მორიგი სამიტი საკუთარ გოლფის კურორტზე გაიმართოს
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ დიდი შვიდეულის მორიგი სამიტი საკუთარ გოლფის კურორტზე გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ დიდი შვიდეულის მორიგი სამიტი მაიამიში, მის გოლფის კურორტზე გაიმართოს.

ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა მისი თქმით, მაიამიში შეხვედრის გამართვა „შესანიშნავი იდეაა“.

ამას გარდა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის სმიტის მაიამიში გამართვის შემთხვევაში, მას მოულოდნელი სტუმრები არ ეყოლება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, მოულოდნელი ვიზიტით, ემანუელ მაკრონის მოწვევით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ჩავიდა.

​აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ინიციატივა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოწვევის შესახებ. „ზოგიერთი ადამიანი არ მეთანხმება. ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლოა“, – აღნიშნა ტრამპმა.