დონალდ ტრამპი - არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, დემოკრატები მაინც ნეგატივზე საუბრობენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატები მხოლოდ ნეგატივზე საუბრობენ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ასე შეუძლიათ გამარჯვება. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ არაფრისმაქნისი დემოკრატებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ საქმეებს აკეთებ. ისინი მაინც მხოლოდ ნეგატივზე ისაუბრებენ, თავის პარტნიორებთან ყალბ მედიაში. კრიზისის დროსაც ამას აკეთებენ. მეგონა საქმე სხვაგვარად იქნებოდა, თუმცა დღეს უარესია. მაგალითად, გუშინ ვიცე-პრეზიდენტი პენსი ესაუბრა ინტერნეტით ყველა დემოკრატ სენატორებს. პენსისგან მათ მოისმინეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მოესურვებინათ, კორონავირუსთან გამკლავებისთვის. თუმცა ისინი მაინც არაფერმა გააბედნიერა და კმაყოფილებაც კი არ ეტყობოდათ. ისინი კვლავ იყვნენ უხეშები და საზიზღრები. ასეთია მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და ისინი ამ წესრიგით იმოქმედებენ 3 ნოემბრის არჩევნებამდე. ისინი არ შეიცვლებიან, რადგან გრძნობენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც გამარჯვება შეუძლიათ. თუმცა, ამერიკას ვეღარ მოატყუებთ!“, – წერს ტრამპი.