დონალდ ტრამპი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას
დონალდ ტრამპი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას

ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა აშშ-ის მოქალაქეებისთვის კრიტიკული მომენტია, როდესაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას, პასუხისმგებლიან დიალოგს არჩეულ ლიდერებთან და პასუხისმგებლიან მედიას.

„მედიის ნაწილი ხშირად იყენებს ამ გამოთქმას – „როგორც ჩვენი წყარო ამბობს“. თუ ისინი ასეთ რამეს წერენ, ეს ნიშნავს, რომ მათ წყარო საერთოდ არ ჰყავთ და მათი ამბავი გამოგონილია. „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „სიენენი“ – ყალბი ამბებია. ისინი უნდა დაავალდებულო, რომ დაასახელონ წყაროს სახელი. თუ ეს წყაროა, დაასახელეთ სახელი. ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ ამ პრესკონფერენციების დროს მე დიდ აუდიტორიასთან პირდაპირი წვდომა მაქვს, ისე, რომ ყალბი ახალი ამბების გავლა არ მიწევს, სადაც ჩემს ნათქვამს დაამახინჯებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.