დონალდ ტრამპი - ამერიკას ამერიკელები მართავენ, ჩვენ უარვყოფთ გლობალიზაციის იდეოლოგიას
დონალდ ტრამპი - ამერიკას ამერიკელები მართავენ, ჩვენ უარვყოფთ გლობალიზაციის იდეოლოგიას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალ ტრამპის თქმით, ამერიკას ამერიკელები მართავენ და აშშ-ის უარყოფს გლობალიზაციის იდელოგიას. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას გააკეთა.

მისივე თქმით, გლობალიზაციის ნაცვლად აშშ-ი პატრიოტიზმს ირჩევს.

„ამერიკას ამერიკელები მართავენ, ჩვენ უარვყოფთ გლობალიზაციის იდოლოგიას და ავირჩიეთ პატრიოტიზმის დოქტრინა. ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, არა მხოლოდ გლობალური მმართველობისგან, არამედ დომინირების ახალი ფორმებისგან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ენერეგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აშშ-ი მზადაა, ენერგორესურების ექსპორტისთვის.

„აშშ-ში ჩვენ გვჯერა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობის. ეს ეხება აშშ-სა და ჩვენს მოკავშრეებსაც. ჩვენ ვართ ენერგეტიკული რესურსების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მზად ვართ ამერიკული ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი განვახორციელოთ. OPEC-ი და ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მთელ მსოფლიოს ძარცვავენ. მე ეს არ მომწონს. არავის არ უნდა მოსწონდეს. ბევრ ამ ქვეყანას ისე ვიცავთ, რომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვთ. ისინი კი, ამით სარგებლობენ და ნავთობის ფასებს ზრდიან. ეს არ არის კარგი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, OPEC-ია წევრმა ქვეყნებმა უნდა შეამცირონ ნავთობის ღირებულება. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა გერმანია, რომელიც ენერგორესურსებს მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან – რუსეთისგან იღებს.

„ჩვენ აღარ მოვითმენთ ნავთობზე მაღალ ფასებს. ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს და ის უფრო მეტად მოწყვლადი ხდება. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პოლონეთს, რომელიც სათავეში უდგას ბალტიის ნავთობსადენის მშენებლობას. ეს მილსადენი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. გერმანია სულ მალე იქნება სრულად დამოკიდებული რუსეთზე, თუ ის დაუყოვნებლივ არ შევცლის კურსს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლის დროს.