დონალდ ტრამპი - ამერიკა კვლავ დიდებული რომ გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის თანამდებობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ისევ წარადგენს.
„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან 2024 წლის არჩევნების დღემდე, ვიბრძოლებ ისე, როგორც არ უბრძოლია არავის. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ, შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.