დონალდ ტრამპი - ახლახან ორი საკლუბო ჩემპიონატი მოვიგე, ამისთვის საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყო, შეგეძლოს ბურთის შორს გადაგდება, ბაიდენმა გამომიწვია გოლფის მატჩში, ის ვერ შეძლებს 50 იარდზე დარტყმას
მე ორი კონგიტური ტესტი ჩავაბარე, ორივე წარმატებულად და ის გავასაჯაროეთ, მას არ ჩაუტარებია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ჯო ბაიდენსაც ჩაეტარებინა „ძალიან მარტივი ტესტი“.
„მაგალითად, უპასუხეთ პირველ ხუთ შეკითხვას. ის ამას ვერ შეძლებდა. მე სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი ყოველ წელს. ხეზე დაკაკუნებით, ძალიან კარგი ჯანმრთელობა მაქვს. ახლახან ორი საკლუბო ჩემპიონატი მოვიგე. ამის გასაკეთებლად საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყო და შეგეძლოს ბურთის შორს გადაგდება. მას არ შეუძლია 50 იარდზე დაარტყას ბურთს. მან გამომიწვია გოლფის მატჩში. ის ვერ შეძლებს 50 იარდზე დარტყმას. ვფიქრობ ძალიან კარგ ფორმაში ვარ, როგორც 25-30 წლის წინ. მე მინდოდა კოგნიტური ტესტი გავლა, და რომ ვერ გამევლო. მას ვაჯობებდი“, – განაცხადა ტრამპმა.