დონალდ ტრამპი აფეთქებაზე ლიბანში - ეს საშინელ თავდასხმას ჰგავს
დონალდ ტრამპი აფეთქებაზე ლიბანში - ეს საშინელ თავდასხმას ჰგავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აფეთქება ლიბანში იყო თავდასხმა. დონალდ ტრამპის თქმით, რამდენიმე გენერალს ესაუბრა, რომლებიც მსგავს ვარაუდს გამოთქვამენ.

„ეს საშინელ თავდასხმას ჰგავს. ვესაუბრე რამდენიმე გენერალს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს იყო რაღაც ტიპის ბომბი“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ლიბანის მთავრობასა და ლიბანელ ხალხს დახმარებას დაჰპირდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 78 პირი ემხვერპლა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი.