დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ს სამი არჩევანი აქვს
თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: გავგზავნოთ ათასობით ჯარისკაცი და გამარჯვება სამხედრო გზით მოვიპოვოთ, ფინანსურად ძლიერი დარტყმა მივაყენოთ თურქეთს სანქციებით, ან თურქეთსა და ქურთებს შორის შეთანხმებაზე ვიშუამდგომლოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
თურქეთს ჯერ კიდევ არ გადაუკვეთია ე.წ. წითელი ზღვარი, რომლის გამოც აშშ მას სანქციებს დაუწესებს, – აცხადებს ანონიმური წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
აშშ მზად არის დაუწესოს ანკარას ახალი სანქციები ეთნიკური წმენდისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ავიადარტყმების შემთხვევაში, რაც ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.