დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყასემ სოლეიმანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.
„ჩვენ ტოტალური მონსტრი დავიჭირეთ. ეს ადრე უნდა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ, რადგან ისინი ჩვენი საელჩოს აფეთქებას გეგმავდნენ. ეს ასევე გავაკეთეთ სხვა მიზეზებითაც, რომლებიც ძალიან აშკარა იყო. ვიღაც მოკვდა. ხალხი მძიმედ დაშავდა ერთი კვირით ადრე და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკული ავიაიერიშის შედეგად 3 იანვარს იქნა ლიკვიდირებული. სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის გამო, თეირანმა საპასუხოდ ერაყში ორი სამხედრო ბაზა დაბომბა, სადაც საერთაშორისო კოალიციის ძალები არიან განლაგებული. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.