დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა მისი პრეზიდენტობის დროს სურდა, თუმცა გადააფიქრებინა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა მისი პრეზიდენტობის დროს სურდა, თუმცა გადააფიქრებინა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა მისი პრეზიდენტობის დროს სურდა, თუმცა გადააფიქრებინა.

აღმოსავლეთ პენსილვანიის ქალაქ ოუკსის მერიის შენობაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამო გადაწყვიტა.

„ამაზე საუბრობდა, მაგრამ მე ვუთხარი: „შენ არ შეხვალ““, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აღმოსავლეთ ევროპაში ომს პრეზიდენტად ოფიციალურად არჩევამდე დაასრულებს.

„ბაიდენს არაფერი გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. მას პუტინთან არც კი უსაუბრია, წელიწადზე მეტია. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს და მე ვაპირებ, რომ ეს ომი დასრულდეს. მსურს, ადამიანების მკვლელობა შეჩერდეს. სულ ეს არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.