დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ მის შესახებ გაკეთებული კომენტარები მოეწონა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ენბისისთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ შეუძლია, დეტალურად ახსნას, როგორ აპირებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას.
„პუტინს ვეტყოდი გარკვეულ რაღაცებს, გარკვეულ რაღაცებს ვეტყოდი ზელენსკისაც, მე ორივეს ვეთანხმები“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაუდებდა თუ არა ის შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეენარჩუნებინა უკრაინის ტერიტორია, ტრამპმა უპასუხა: „არა, არა, არა და არა. მე ყველას სამართლიან გარიგებას დავუდებდი. მე ვაქცევდი გარიგებას სამართლიანად“.
როგორც მედია წერს, ტრამპმა მადლიერება გამოხატა პუტინის მიერ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარისთვის, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ ნამდვილად გვესმის, ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მოაგვარებს ყველა მწვავე საკითხს, მათ შორის უკრაინის კრიზისს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავეხმაროთ, მაგრამ ვართ ბედნიერები ამით“.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას მოსწონს ეს კომენტარი.
„კარგია, მომწონს, რომ მან ეს თქვა, რადგან ეს ნიშნავს, რასაც მე ვამბობ, სწორია. მე პუტინსა და ზელენსკის ოთახში შევიყვანდი. შემდეგ მათ ერთად დავსვამდი და შეთანხმებას მივიღებდი, გარიგება შედგებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.