დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას აკვირდება
ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას აკვირდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფხენიანს მოლაპარაკებების სურს, თუმცა დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეა ამ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. ეს უფრო პატარა რაკეტები იყო, უფრო მოკლე რადიუსის. ეს არავის უხარია, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით და ვნახოთ. ურთიერთობა გრძელდება, ვნახოთ რა მოხდება“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
ჩრდილოეთ კორეამ უცნობი მოდელის რაკეტა რამდენიმე საათის წინ გაუშვა. ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა ბოლო ერთ კვირაში. გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან მოკლე რადიუსზე მოქმედი რამდენიმე რაკეტა ისროლა. 70-დან 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის შემდეგ, ისინი ზღვაში ჩაცვივდა.