დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უმჯობესია, დიდი შვიდეულის შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უმჯობესია, დიდი შვიდეულის, G7-ის შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართოს. როგორც თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, მისი მოსაზრებით, არჩევნების შემდეგ უფრო „შეხვედრისთვის მშვიდი ატმოსფერო იქნება“.
შეგახსენებთ, დიდი შვიდეულის სამიტი მანამდე ერთხელ უკვე გადაიდო და ამის მიზეზად პანდემია დასახელდა. შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიდერებს კემპ დევიდში ივნისში შეხვდებოდა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევა გერმანიის კანცლერმა უარყო. რის გამოც ტრამპმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის სამიტი გადაიდო.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევს აპირებს, რასაც კანადა და დიდი ბრიტანეთი არ დაეთანხმნენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის პუტინს აუცილებლად მოიწვევდა, რადგან ის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“.