დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა დანაკარგების შესახებ ტყუის და მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ და მისი პრეზიდენტობის დროს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ამაში კი დამნაშავე „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია“.
ტრამპმა ომში უკრაინელთა მხრიდან დაღუპულთა რაოდენობაზე და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მათი რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ხალხი ფიქრობს.
„როდესაც ვუყურებ ნგრევას, შენობებს, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ შეამცირონ ის. დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, არა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ შენობებში ხალხია და მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როგორც კი იწყება ნგრევა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.